ვიზუალური ხელოვნება კულტურა

რუსეთში პოლიციამ სკოლის მოსწავლეების ნახატები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის გამო ექსპერტიზაზე წაიღო

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის პოლიციის ოფიცრებმა რამდენიმე სკოლის მოსწავლის ნახატების კონფისკაცია მოახდინეს იმ მიზნით, რომ შეამოწმონ შეიცავენ თუ არა ისინი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ნიშნებს.

16 ნოემბერს, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სასწავლებელში გამოიფინა 17 ნამუშევარი. ოფიცრები მათ ამოწმებენ – არღვევს თუ არა ზემოთქმული ნამუშევრები რუსეთს ფედერალურ კანონს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნების შესახებ.

პოლიციამ ნახატები მას შემდეგ ამოიღო, რაც ვებგვერდმა Ura.ru გამოაქვეყნა ისინი. ნამუშევრების აღწერებში ვკითხულობთ: “ჩვენ არ ვირჩევთ საკუთარ რასას, ორიენტაციას… ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ”; “ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის! ჩვენ ვიბრძვით ტოლერანტობისთვის!”. ნახატებზე გამოსახულია ცისარტყელები, ჰეტეროსექსუალი წყვილები, ბავშვები და სხვადასხვა რასის ადამიანები.

ეკატერინბურგის განათლების დეპარტამენტმა რუსეთის ხელისუფლებას განუცხადა, რომ ზემოთხსენებული ნამუშევრები არ შეიცავენ სადავო შინაარსს.

“ისინი ასახავენ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს: მეგობრობას, პატივისცემას, ღირებულებების მიღებას და დამოკიდებულებას ადამიანებს შორის” – აცხადებს განათლების დეპარტამენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის კანონი “გეი პროპაგანდას” შესახებ უახლოეს წარსულში საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა ევროსასამართლოსგან.

“ის აძლიერებს სტიგმას და აღვივებს ჰომოფობიას” – განაცხადა სასამართლომ.

კომენტარები

კომენტარი