კინო

გიორგი ვარსიმაშვილის სცენარი “ლიზა ბოზია” ფრანგულ პროგრამაში, ხუთ შერჩეულ პროექტს შორის მოხვდა

საბერძნეთში ქალაქ ათენში ჩატარდა ფრანგული პროგრამა Digital Production Challenge, რომელშიც ხუთ შერჩეულ პროექტს შორის გიორგი ვარსიმაშვილის სცენარი “ლიზა ბოზია” მოხვდა.

ნამუშევარი შპს ვარს-სტუდიომ წარადგინა, პროდიუსერი კი სოფო ჟვანია გახლავთ.

პროგრამის ფარგლებში, აღიარებულმა პროდიუსერებმა, ოპერატორებმა და სპეც. ეფექტების სუპერვაიზორებმა იმუშავეს ფილმის ვიზუალურ კონცეფციასა და დისტრიბუციის სტრატეგიაზე.

ცოტა ხნის წინ, ტალინში, Black Nights ა კლასის ფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში კოპროდუქციის მარკეტზე გიორგი ვარსიმაშვილის პროექტი სცენარის განვითარების პროგრამა Script Pool-ში განვითარებისთვის მოხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი