საშემსრულებლო ხელოვნება

რეპერმა PAJO-მ Young Mic-ი გადისა

22 ნოემბერს Young Mic-მა, იგივე მიშკა მგალობლიშვილმა, ახალი სიმღერა “ვიკავებდი თავს” გამოაქვეყნა.

კითხვაზე არის თუ არა ახალი სიმღერა სალომე ზურაბიშვილის არჩევისკენ მოწოდებული, რეპერმა “არტნიუსთან” საუბრისას დაადასტურა.

“არჩევანი არსებულ კანდიდატებს შორის უნდა გაკეთდეს, და თუნდაც ჩემს კლიპში ნაჩვენები საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გარკვეულ მხარეს არ დაუჭირო მხარი არაფრის ფასად” – განაცხადა მიშკამ.

მოგვიანებით, რეპერი ვიდეორგოლით მის მიმართ ბულინგს გამოეხმაურა და განმარტა, რომ იგი უკან არ დაიხევს და გააგრძელებს საკუთარი შემოქმედებით მოქალაქეობრივი პოზიციის დაცვას.

რამდენიმე დღის შემდეგ მიშკამ ახალი ტრეკი “ნუ შფოთავ” გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების კრიტიკას პასუხობს.

მაგრამ ჰიპ–ჰოპ სამყაროში სიახლეები ამით არ დასრულებულა. ქუთაისელი არტისტი ნიკა ბიწაძე, იგივე PAJO, ახალ კომპოზიციაში “შენ შფოთავ” კოლეგას, მიშკა მგალობლიშვილს, იგივე Young Mic-ს დისავს.

კომენტარები

კომენტარი