კინო

GOT-ის ფინალური სეზონის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

HBO-მ “სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სეზონის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

ვიდეო ჩვენი დროით ღამის 2 საათზე გამოქვეყნდა და მას უკვე მილიონობით ნახვა აქვს.

ტიზერში ვხედავთ, რომ ვესტეროსში ზამთარი უკვე მოვიდა და კონტინენტს ნელ-ნელა ყინვა იპყრობს, რაც თეთრ მოხეტიალეებს გამოხატავს. გაყინულია სტარკის სახლის მგელი და ტარგარიანის დრაკონი.

ამავდროულად, სამხრეთიდან ცეცხლი მოეშურება და გზად ყველაფერს შთანთქავს. ვხედავთ ლანისტერის სახლს და საბოლოოდ ჯორჯ მარტინის მიერ შექმნილი ცეცხლისა და ყინულის შერკინებას, რომელიც აშკარაა, რომ უბრალოდ ეპიკური იქნება.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კარის თამაშები” ბოლო სეზონი 2019 წლის აპრილში დაიწყება  და ამ სეზონში გავარკვევთ არიან თუ არა ნათესავები დეინერის ტარგარიენი და ჯონ სნოუ. გარდა ამისა, გაირკვევა თუ ვინ მოიგო სამეფო კარის თამაშები.

როგორც სერიალის შემქმნელები გვამცნობენ, ყველაზე რეიტინგული ბოლო, მერვე სეზონი იქნება, რომლითაც GOT-ის გადაღებები დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი