ვიზუალური ხელოვნება

შუქნიშნები ელვის პრესლის გამოსახულებით

გერმანიაში, კერძოდ, ფრიდბერგში უცნაური შუქნიშნები გამოჩნდა. ელვის პრესლის სახელობის მოედანზე შეხვდებით შუქნიშნებს ელვის პრესლის გამოსახულებით. როგორც ცნიბილია, ამ ქალაქში მდებარეობს ამრიკული სამხედრო გარნიზონი, სადაც პრესლი 1958-1960 წლებში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

ამ პერიოდის განმავლობაში, მომღერალს ახლომდებარე ქალაქ, ბად-ნაუჰამში ჰქონდა ბინა ნაქირავები. იმ ადგილის ახლოს, სადაც ყაზარმები იყო განთავსებული, ელვის პრესლის ძეგლიც არსებობს, ქალაქის მუზეუმში კი ლეგენდარულ არტისტსა და როკ-ენ-როლის მეფეს ცალკე დარბაზი აქვს მიძღვნილი.

ფრიდბერგის მერიის წარმომადგენლების თქმით, ახალი შუქნიშნები ტურისტებისთვის საინტერესო იქნება. ისინი იმედოვნებენ, რომ შუქნიშნები ტურისტებს მოიზიდავს.

Elvis-Presley-Ampel in Friedberg

კომენტარები

კომენტარი