კინო

ოქროს გლობუსის ნომინანტები ცნობილია

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა გამოაცხადეს.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსისთვის „ბოჰემური რაფსოდია“, „ შავი კუკლუქსკლანელი‘“, „შავი პანტერა“, „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ და „ვარსკვლავის დაბადება“ იბრძოლებს.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გლობუსის მოპოვების შანსი აქვთ ემილი ბლანტს, შარლიზ ტერონს, კონსტანს ვუსა და ელსი ფიშერს.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: ბრედლი კუპერი, უილიამ დეფო, რემი მალეკი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ლუკას ჰედჯესი.

საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოდა ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“, თუმცა ამ კატეგორიაში ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებენ: „გოგონა“, „არასდროს გაიხედო სხვაგან“, Capernaum, „რომა“ და Shoplifters.

კომენტარები

კომენტარი