ლიტერატურა

ვიქტორ პელევინის GENERATION “პ” ქართულ ენაზე გამოვა

როგორც სულაკაურის გამომცემლობა აანონსებს, მალე „ლიტერატურულ ოდისეას“ რუსული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ვიქტორ პელევინის კიდევ ერთი წიგნი შეემატება.

Generation „პ“ მოგვითხრობს თაობაზე, რომელიც 90-იანი წლების ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ფონზე ჩამოყალიბდა. წიგნის მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი კოპირაიტერია. სარეკლამო სამყაროში მოხვედრისას ის ცდილობს, ამერიკული პროდუქტის რეკლამა რუსეთის 90-იანი წლების ვითარებას მოარგოს. ამით ის გარკვეულწილად იქცევა ალტერნატიული რეალობის შემოქმედად, რომელიც არსებული სამყაროსგან რადიკალურად განსხვავდება. შეგვიძლია, რომანი მივიჩნიოთ ანტიუტოპიის ერთგვარ პაროდიად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე სოციალური პროცესების არსსა და საზოგადოებასა და პიროვნებაზე მათ გავლენას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოგვიჩენს და თანამედროვე რეალობას მთელი თავისი აბსურდულობითა და სისასტიკით გვიშლის თვალწინ.

მთარგმნელი – შოთა იათაშვილი
რედაქტორი – ანა ჭაბაშვილი
გარეკანის დიზაინერი – გიორგი მაღრაძე

კომენტარები

კომენტარი