ვიზუალური ხელოვნება ლიტერატურა

DC კომიქსებში პუტინი გამოჩნდა

DC-ს კომიქსებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა. სუპერგმირი მზადაა აშშ-სთან ომი დაიწყოს, რადგან თვლის, რომ “ფაიერშტორმის” გამო რუსები დაიღუპნენ.

კომიქსში პუტინი წითელ მოედანზე გამოდის და მასთან ერთად რუსი სუპერგმირებიც დგანან. ის აშშ-ის აგრესიაში ადანაშაულებს და ომის დაწყებაზე ლაპარაკობს.

“მე მაქვს მტკიცებულება… ფაიერშტორმი ამერიკის აგენტია, სუპერმენ” – ამბობს ვლადიმერი.

სუპერმენი ცდილობს დაარწმუნოს პუტინი, რომ ფაიერშტორმს ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვის და რუსების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი