კულტურა

თვეში ორჯერ “რეივი” სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

თუ დავუჯერებთ ახალ კვლევას, რომელიც ქცევით ფსიქოლოგიაში ჩატარდა, “ლაივ-მუსიკალურ კონცერტებზე დასწრებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე და, ამასთანავე, დაახლოებით 9 წლით გაახანგრძლივოს სიცოცხლე”.

Mixmag წერს: “ფაგანმა (კვლევის ავტორი) და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კონცერტზე დამსწრეების ხასიათი, თვითშეფასება და სხვებთან ურთიერთობის ხარისხი დადებითად იზრდება რეივისას”.

კვლევის შედეგად მიღებული შედეგებიდან მკვლევარების ჯგუფმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:

“საღამოს კონცერტებზე დასწრებას სიცოცხლის 9 წლით გახანგრძლივება შეუძლია”;

“მსმენელის ემოციური ბედნიერება 21%-ით იზრდება სულ რაღაც ოციოდ წუთში, კონცერტის დაწყებიდან.

მაშასადამე, კვლევამ აჩვენა პოზიტიური დამოკიდებულება რეგულარულ “რეივსა” და ბედნიერების ხარისხა შორის.

თქვენ მხოლოდ ორი რეივი გჭირდებათ თვეში, რათა უფრო დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ.

კომენტარები

კომენტარი