კინო

10 შედევრი უცნობი რეჟისორებისგან

“რამე ფილმი მირჩიეთ” – ეს ის სიტყვებია, რომელიც ყველა ფეისბუქმომხმარებელს ერთხელ მაინც აქვს წაკითხული ან დაწერილი. ფილმებისთვის რეკომენდაციის გაწევა საკმაოდ რთული და სარისკო საქმეა, თუმცა “არტნიუსი” მაინც გთავაზობთ 10 შედევრს უცნობი რეჟისორებისგან.

1. The Ascent / ასვლა

The Ascent

რეჟისორი ლარისა შეფიტკო

ორი საბჭოთა პარტიზანი ტოვებს მათ მოშიმშილე ბანდას მარაგის მისაღებად ახლო ფერმიდან. გერმანელები აღწევენ ფერმასთან პირველები, წყვილმა უნდა გააგრძელოს მოგზაურობა ღრმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც თანდათანობით საკუთარ სულში მოგზაურობასაც განაპირობებს.

2. REBELS OF THE NEON GOD / ნეონის ღმერთის ამბოხებულები

რეჟისორი ცაი მინ ლიანი

ახალგაზრდა სიაო კანი კონფლიქტშია მამასთან. ამიტომ, ტოვებს სკოლას და მიემგზავრება მედიტაციურ მოგზაურობაში ტაიპეის ლაბირინთულ ქუჩებში. იგი მიჰყვება დამწყები დამნაშავის, ახ ცეის ნაკვალევს.

3. А Man and A Woman / მამაკაცი და ქალი

A Man and a Woman

რეჟისორი კლოდ ლელუმი

მამაკაცი პროფესიონალი ავტომრბოლელია, ქალი – ლამაზი და ჭკვიანია. ორივე მათგანს თავისი სევდიანი წარსული აქვს. ახლა ისინი მარტოხელები არიან და მოგონებების სამყარო მთლიანად ეუფლება მათ არსებას, მაგრამ შემთხვევითი შეხვედრა, მოულოდნელად ძლიერი, ამაღელვებელი გრძნობ ფილმის გმირებს, მარტოობისგან იხსნის.

4. Round Midnight / შუაღამის ჯაზი

Round Midnight (1986)

რეჟისორი ბერტრან ტავერნიე

ღამის ჯაზ-კლუბი, პარიზი, 1959 წელი. ახალგაზრდა ჯენტლმენი არადამაჯერებელი ნაბიჯით სცენას უახლოვდება, აკანკალებული ხელით საქსაფონს ეხება , ის ნასვამია. ის დაკვრას იწყებს, ყველა ჯაზის რიტმში იძირება. პარიზის ღამის ქუჩა მუსიკის მშვენიერი ხმით ივსება. ქუჩაში მეორე ახალგაზრდა ბიჭი დგას, რომელსაც კლუბში შესვლა უნდა. სულ მალე ჯაზი ამ ორ ადამიანს დააკავშირებს.

5. Man of Iron / რკინის კაცი

Man of Iron (1981)

რეჟისორი ანჯეი ვაიდა

მემბოხეთა ლიდერი ტომჩიკი განიცდის დევნას სახელმწიფოსგან და ჟურნალისტ მარიანა ლოპანისგან, რომელიც მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას აწარმოებს.

6.Of Gods and Men / ადამიანებსა და ღმერთებზე

Image result for of gods and men

რეჟისორი ქსავიერ ბეაუვოისი

XIX საუკუნის 90-იანი წლები. მონასტერი ალჟირის მთებში მდებარეობს. 8 ფრანგი ქრისტიანი ბერი ცხოვრობს მშვიდად, თავის მუსულმან ძმებთან ერთად. ნელ-ნელა იმ რეგიონში ვრცელდება ძალადობა და ტერორი. დიდი საფრთხის მიუხედავად, ბერებს სურთ დარჩნენ, სადაც არიან და მათი გადაწყვეტილება ყოველდღე ძლიერდება.

7. Life as a Fatal Sexually Transmitted Disease / სიცოცხლე როგორც სასიკვდილო სენი

Life as a Fatal Sexually Transmitted Disease (2000)

რეჟისორი კრისტოფ ზანუსი

წმინდა ბერნარის შესახებ ფილმის გადაღების დროს, 60 წლის ექიმ-ონკოლოგ ტომაშ ბერგს კითხვა ებადება: როგორ ემზადება ადამიანი სიკვდილისთვის? ახლა, როდესაც მოულოდნელად ირკვევა, რომ მას ფილტვების კიბო აქვს და სულ რაღაც 2 თვე დარჩენია, აცნობიერებს, რომ არ არის სიკვდილისთვის მზად.

8. Strawberry and Chocolate /  მარწყვი და შოკოლადი

Strawberry and Chocolate

რეჟისორები ხუან კარლოს ტაბიო და ტომას ალეა

დიეგოს შეუყვარდება ჰეტეროსექსუალი კომუნისტი, რომლისთვისაც ჰომოსექსუალობა სასტიკ დანაშაულად აღიქმება. მიუხედავად შეხედულებთა შეუთავსებლობისა, მამაკაცები დამეგობრდებიან.

9. Children of Heaven / ზეცის შვილები

Children of Heaven

რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი

ალის სახელოსნოდან გამოაქვს თავისი დის, ზაჰრას ფეხსაცმელი, მაგრამ გზაში კარგავს. ეს, გოგონას ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. გადაწყდა, რომ ბავშვები ალის ფეხსაცმელებს ჩაიცვამენ რიგ-რიგობით. ძმამ რომ სკოლაში დროულად მისვლა მოასწროს, ზაჰრამ სახლამდე მთელი გზა უნდა ირბინოს. ალი გადაწყვეტს სკოლების შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რათა მესამე ადგილზე გავიდეს და მოიგოს პრიზი – სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავის დას აჩუქებს… მაგრამ შეჯიბრის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.

10. Killer Of Sheep /  ცხვრის მკვლელი

Killer of Sheep (1977)

რეჟისორი ჩარლზ ბარნეტი

სტენი სასაკლაოზე მუშაობს, რომელიც მის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს და თავის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობას აურევს

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი