სტილი, დიზაინი

ნაიკი და კოლინ კაეპერნიკი – წლის სკანდალი?

ინტერნეტი ფაქტობრივად აფეთქდა, როდესაც ნაიკმა კოლინ კაეპერნიკი თავისი ახალი კამპანიის სახედ წარადგინა. გლობალური ბრენდისგან ძალიან გაბედული გადაწყვეტილება იყო ფერადკანიანი უფლებადამცველის შერჩევა, რაც ურთიერთ გამომრიცხავმა უკუკავშირებმაც დაადასტურა. თუმცა, საკითხავია, რამდენად ჭკვიანური იყო ეს ნაბიჯი? „კვლავაც გაყიდვადია უარყოფითი შეფასებები”? მაშ ასე, Neticle-ის მედია ანალიზის მეშვეობით გავიგოთ, რას ფიქრობს ამაზე ქართველი მომხმარებელი.

Neticle-მა მოძებნა ყველა საჯარო ონლაინ ტექსტი (მათ შორის: სტატია, ბლოგ პოსტი, პოსტები დაკომენტარები სოციალურ მედიაში, მიმოხილვები) რაც მოიცავდა სიტყვებს ნაიკი და/ან კოლინ კაეპერნიკი, 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში. ბრენდი ჯამში 677 ახსენეს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე კი – 326-ჯერ. იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თითქმის ყველა ხსენება სულ რაღაც ორისამი დღის განმავლობაში დაგროვდაისინი უშუალოდ რეკლამის გაშვების შემდეგ, 4-დან 10 სექტემბრამდე შუალედში გამოჩნდა. თემამ უცებ მოიპოვა აქტუალობა, მაგრამ თუ თქვენ ნაიკის პიარმენეჯერი ხართ, ეს ძალიანაც ნუ გაგახარებთ.

ნეთიქლმა ავტომატურად შეაჯამა ყველა ხსენება ნაიკისა და კაეპერნიკის შესახებ.  ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაიკის რეპუტაციამ საგრძნობლად იკლო. განხილვები არც თუ ისე დადებით კონტექსტში წარიმართა, როგორც ეს რეკლამის გამოჩენამდე იყო. იგივე ეხება კაეპერნიკსაც, იმის მიუხედავად, რომ დადებითი და უარყოფითი შეფასებები თითქმის 50-50%-ზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეპუტაცია იმიტომ კი არ დავარდა, რომ ყველა ხსენება უარყოფით კონტექსტში იყო, არამედ იმიტომ რომ ეს უარყოფითი შეფასებები საკმაოდ რადიკალური და ცხარეა.

Neticle-მა გააანალიზა ყველა ხსენება სოციალურ მედიასა და ფორუმზე, რათა გაერკვია, თუ რა საკითხებს უკავშირებდა ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე მეტად ამ კამპანიას. აღმოჩნდა რომ ისინი, ვინც აკრიტიკებდნენ კამპანიას, ხშირად მოიხსენებდნენ კაეპერნიკს, როგორც იდიოტს, ნაიკს კი ლანძღავდნენ, როგორც ლიბერალს. ისინი კი, ვინც მოიწონა რეკლამა, განსაკუთრებით აღნიშნავდა მის პატრიოტულ ტონს და მიიჩნევდა, რომ კაეპერნიკმა და ნაიკმა გამბედაობა გამოიჩინეს ამკამპანიის წამოწყებით.

საინტერესოა ისიც, რომ ამ თემაზე დებატები რამდენიმე დღეში სრულად ამოიწურა და ნაიკის ხსენებების რაოდენობა ძველ ნიშნულს დაუბრუნდა (5-9 ხსენება დღეში) და კაეპერნიკს კი, რეალურად, აღარც ახსენებენ. ის, რაც კამპანიის შემდეგ იწერება, ძირითადად, ამ რეკლამას ეხება და მეტი არაფერი. ჩვენ კი უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ მას გაცილებით გრძლვადიანი გავლენა ექნება ნაიკის გულშემატკივრებზე.

კომენტარები

კომენტარი