კინო

კიტ ჰარინგტონი ,,სამეფო კარის თამაშებიდან” მიდის

ინგლისელი მსახიობი კიტ ჰარინგტონი სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი სერიალის პრიქველში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს, – ამის შესახებ მან BBC-ის განუცხადა.

,,დავბრუნდები თუ არა სერიალში, ჯონ სნოუს როლის შესასრულებლად? ამ ცხოვრებაში არა. საპილოტო სერიიდან დღემდე – ჩემი ცხოვრების 10 წელია. ეს იშვიათია მსახიობის კარიერაში” – განაცხადა მსახიობმა.

ჰარინგტონმა ისისც აღნიშნა, რომ კოლეგებთან დამშვიდობება გადასაღებ მოედანზე მისთვის საკმაოდ ემოციური იყო: ,,ამ ოჯახთან დამშვიდობება ჩემთვის ძლიერი ემოციური დარტყმაა”.

შეგახსენებთ, რომ სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” აღმასრულებელი პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი სერიალის გაგრძელებაზე ფიქრობს. მისი ჩანაფიქრით, სერიალის გაგრძელება მეორეხარისხოვან მსახიობებზე იქნება ფოკუსირებული.

 

 

კომენტარები

კომენტარი