კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ტერნერის პრემია აიფონით გადაღებულმა ნახევარსაათიანმა ფილმმა მიიღო

უილიამ ტერნერის სახელობის პრემია თანამედროვე ხელოვნების დარგში შოტლანდიელმა შარლოტ პროდჯერმა, აიფონით გადაღებული ნახევარსაათიანი ფილმისთვის მიიღო. ფილმი, სახელწოდებით ‘Bridgit’ სახლში და მოგზაურობისას გადაღებული ვიდეორგოლებისგან შედგება.

,,აიფონის კამერით გადაღება გადავწვიტე, იმიტომ, რომ მისი გამოყენება ადვილია და კიდევ იმიტომ, რომ მეჩვენებინა, როგორ უნდა გამოიყენო ის მოგზაურობის დროს” – აღნიშნა მხატვარმა.

ტერნერის პრემია 1984 წლიდან არსებობს და თანამედროვე ხელოვნების სფეროში დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ბრიტანელი მხატვრის, უილიამ ტერნერის პრემიის გამარჯვებულებს, როგორც წესი, ფულად ჯილდოს, 25 000 ფუნტ სტერლინგს გადასცემენ.

კითხვაზე, როგორ დახარჯავდა მოგებულ თანხას, შარლოტ პროდჯერმა უპასუხა, რომ გადაიხდიდა ბინის ქირას ან იყიდიდა თავისთვის რაიმე ახალს, მაგალითად ქურთუკს.

 

კომენტარები

კომენტარი