შემოქმედებითი ინდუსტრიები

კლემსონის უნივერსიტეტში ვორქშოფი, სახელწოდებით: “შექმენი საკუთარი გენდერი” ჩატარდა

კლემსონის უნივერსიტეტში ჩატარდა ვორქშოფი, სახელწოდებით: “შექმენი საკუთარი გენდერი”.

კლემსონის Harvey and Lucinda Gantt Multicultural Center-მა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც ლარა ამერიკომ ჩაატარა, ტრანსგენდერმა აქტივისტმა, რომელიც, ამავდროულად, Comic Girl Coffee-ს დამფუძნებელია (ეს უკანასკნელი ანტი-კაპიტალისტური სივრცეა, რომელიც მოგების გარეშე მუშაობს და საზოგადოების შენებას უაყობს ხელს).

ამერიკო ხშირად წარადგენს საკუთარ, LGBTQ თემაზე შექმნილ პროექტებს ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა: TEDx, the ACLU, Change.org და სხვა.

“ჩვენ ვქმნით გენდერს ყოველ დღე, ვაცნობიერებთ ამას თუ არა” – განაცხადა ამერიკომ. “როდესაც ვიღვიძებთ, ვიცვამთ ტანსაცმელს და ვალაგებთ მანერებს, ჩვენ სინამდვილეში ვქმნით და ვიყენებთ სხვადასხვა გენდერს”.

5 სტუდენტი და 4 ზრდასრული ადამიანი დაესწრო ამერიკოს პრეზენტაციას, რომელზეც აქტივისტმა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მაკიაჟი და მანერები რამდენჯერმე გამოიცვალა, იმის საჩვენებლად, რომ “ასე ახალ გენდერს ქმნიდა”.

კომენტარები

კომენტარი