კულტურა

ცოტნე გამსახურდია ნიკა რურუაზე: “არ დამვიწყებია, როგორ ძარცვავდა და კლავდა მოსახლეობას”

“არც ის დამვიწყებია, როგორ დააქცია ქვეყანა ჯაბა იოსელიანთან ერთად და აღმერთებდა მას, როგორ არბევდა სამეგრელოს მშვიდობიან მოსახლეობას, ძარცვავდა, კლავდა სამეგრელოსა თუ თბილისში, რუსეთის არმიასთან ერთად ებრძოდა ” – კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ გააკეთა კომენტარი.

„მე უნდა ვთქვა ახლა ნიკა რურუაზე, რაც უკეთებია? უბრალოდ გული მერევა, რომ ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები. უბრალოდ ამაყი ვარ იმით, რომ თქვენგან განსხვავებით მაქვს უნარი ობიექტურად მახსოვდეს სიმართლე. არც ის დამვიწყებია, როგორ დააქცია ქვეყანა ჯაბა იოსელიანთან ერთად და აღმერთებდა მას, როგორ არბევდა სამეგრელოს მშვიდობიან მოსახლეობას, ძარცვავდა, კლავდა სამეგრელოსა თუ თბილისში, რუსეთის არმიასთან ერთად ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას ,იყო მრავალჯერ ნასამართლევი და კიდევ უფრო მეტჯერ – შერჩა რაც უკეთებია…

თუ ვინმეს ამის დანახვის თავი და ადამიანობა არ გაქვთ, არაფერი მაქვს თქვენთან საერთო. მიხარია, რომ თქვენნაირი არა ვარ. ეს უბედური ქვეყანა სწორედ იმიტომაა ამ დღეში, რომ თქვენ ასეთები ხართ!“, –აცხადებს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გუშინ, 4 დეკემბერს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

 

კომენტარები

კომენტარი