კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

საქართველოში ქორწილი ელექტრონული მუსიკის ფონზე გაიხსნა (ვიდეო)

საქართველოში ელექტრონული მუსიკის პოპულარობაზე ყველა საუბრობს. ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, მედია, საკუთრივ დიჯეები და პროდიუსერები, რიგითი რეივერები და ა.შ.

თანდათანობით ქართულ ტრადიციებს, მათ შორის, სიმღერასა და მუსიკას, ელექტრონული ჟღერადობა ანაცვლებს, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ საქართველოში გაიმართა ქორწილი, რომელიც ელექტრონული მუსიკის ფონზე გაიხსნა.

ქორწილი, რომლის ვიდეომასალაც სოციალურ ქსელში 6 თვის წინ განთავსადა, მუსიკალური ჯგუფის, Hilight Tribe–ის ტრეკის, Free Tibet-ის Vini Vici–სეულ რემიქსზე გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი შედარებით ძველია, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მას ხალხი სათანადოდ არ იცნობს, ამიტომ, გთავაზობთ ვიდეოს:

 

კომენტარები

კომენტარი