საშემსრულებლო ხელოვნება

The Guardian-მა 2018 წლის 100 საუკეთესო მუსიკალური ნამუშევარი დაასახელა

The Guardian-მა 2018 წლის 100 საუკეთესო სიმღერის სია გამოაქვეყნა. სია 50-ზე მეტი მუსიკის კრიტიკოსის ხმის მიცემის შედეგადაა მიღებული.

“სიაში ლიდერობს ადამიანი, რომელმაც ამერიკის პოლიტიკის ყველაზე ბნელი მხარე სააშკარაოზე გამოიტანა, რომელიც მთელი წელი ლიდერობდა ჩარტებში, მხოლოდ ერთი ტრეკით” – წერს გამოცემა.

ალბათ მიხვდით, 2018 წლის ტოპ მუსიკალურ პროდუქციაში პირველ ადგილზე დონალდ გლოვერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის – Childish Gambino – ნამუშევარი, სახელად This is America გავიდა.

კომენტარები

კომენტარი