კულტურა

მემარცხენეებმა წარწერა I Amsterdam აიღეს

ამსტერდამში, ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ცნობილი წარწერა I amsterdam აიღეს.

ინიციატივა, ქალაქის საბჭოში მემარცხენე პარტია GroenLinks-მა წარადგინა. მათი თქმით, სლოგანი I amsterdam არის ეგოცენტრული და ეწინააღმდეგება „სოლიდარობასა” და „მრავალფეროვნებას”, რომელსაც ჰოლანდია უჭერს მხარს.

მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, I amsterdam ქალაქის ტურისტული მარკეტინგის მთავარ სლოგანად მაინც დარჩება.

მოხნილი წარწერა თავიდან აეწყობა და დაიწყებს “მოგზაურობას”, ეწვევა მრავალ ღონისძიებას.

I Amsterdam-ის ცნობილ წარწერას, ამიერიდან, ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში შეხვდებით, როგორებიცაა: Nieuw-West და Zuidoost.

კომენტარები

კომენტარი