კინო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თბილისის კინოფესტივალზე პრიზს აწესებს

წლევანდელი თბილისის კინოფესტივალის მთავარი თემა ლიტერატურაა, სწორედ ამიტომ ფესტივალთან  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ითანამშრომლებს.

ფესტივალის განმავლობაში, გამომცემლობის თანამშრომლები ნატა ჟვანიადათო სამნიაშვილი და მარიამ პაიჭაძე ქართულ პანორამაში შემავალ ფილმებს შეაფასებენ და თითოეულ ქვეკატეგორიაში (სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმი) საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენენ. გამარჯვებულებს გამომცემლობის 300-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 1999 წელს დაარსდა და დღესდღეობით ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი