საშემსრულებლო ხელოვნება

რატომ აკრძალეს ამერიკაში ოსკაროსანი სიმღერა?

ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში, რადიო Star 102-მა კლასიკური საშობაო სიმღერა, “Baby, It’s Cold Outside” აკრძალა. როგორც რადიოს ვებ-გვერდზე აღინიშნა, სიმღერის შინაარსი ძალადობას ამართლებს, ამიტომ ის ფლეილისტში ვეღარ მოხვდება.

სიმღერაში, მასპინძელი მამაკაცი არწმუნებს სტუმრად მისულ გოგონას, რომ ღამით მასთან დარჩეს, ამის ერთადერთ არგუმენტად კი ის მოჰყავს, რომ გარეთ ცივა. გოგონა პასუხობს, რომ დარჩენა არ შეუძლია, მამაკაცი კი სასმელს სთავაზობს.

რადიოს წარმომადგენელმა, გლენ ანდერსონმა აღნიშნა, რომ სიმღერის ტექსტი ყურადღებით სულ ცოტა ხნის წინ წაიკითხა და მიხვდა, რატომ არის ის ასეთი ცუდი.

,,ეს ტექსტი თითქოს მანიპულატორის პირითაა დაწერილი. სამყაროში, სადაც მოძრაობამ  #MeToo ქალებს მისცა ხმა, რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ, მსგავსი სიმღერების ადგილი არაა”.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა “Baby, It’s Cold Outside” 1944 წელს დაიწერა ფრენკ ლესერის მიერ. 1949 წელს მან სიმღერა კინოკომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ს მიჰყიდა.  “Baby, It’s Cold Outside” ფილმის ,,ნეპტუნის ქალიშვილი” საუნდტრეკი გახდა და საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში ოსკარიც მიიღო.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი