ლიტერატურა

მწერალთა სახლში STORYTELLING ვორქშოფი გაიმართება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 17, 18 და 19 დეკემბერს, მწერალთა სახლში, ,,ვორქშოფი ამბის თხრობაში” გაიმართება.

ვორქშოფის ძირითადი თემებია: როგორ შევთხზათ ამბავი და როგორ გარდავქმნათ ვიზუალურ პროექტად უკვე არსებული ამბავი, როგორ ვიმუშაოთ ტექსტთან და ვთარგმნოთ ის ვიზუალურ მასალად.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოგრაფებს, ილუსტრატორებს, გრაფიკულ დიზაინერებსა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს. 

ვორქშოფს გაუძღვებიან: ფოტოგრაფი დინა ოგანოვა, მწერალი და დრამატურგი დათო გაბუნია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელი ჰენდრიკ ჰელიგე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი