შემოქმედებითი ინდუსტრიები

შემოქმედებითი საქართველო პროექტს “შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი” იწყებს

მათ, ვინც დაინტერესებულია შემოქმედებითი ინდუსტრიებით და აქვს შემოქმედებითი სივრცის განვითარების იდეა, 15-16 დეკემბერს ბათუმის საინკუბაციო პროგრამა იწვევს ღონისძიებაზე ,,შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი”.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც არიან: შემოქმედებითი საქართველო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, CAS Batumi-ში გიმართება. ბათუმის საინკუბაციო პროგრამის პარტნიორია გოეთეს ინსტიტუტი.

შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი ხელს შეუწყობს დამსწრე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას როგორც შემოქმედებითი სივრცეების შექმნის პოტენციურ სარგებელზე, ისე მათი შექმნის სხვადასხვა მოდელსა და მექანიზმზე, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ჩართულობის ფორმებზე.

მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითი სივრცეების პოტენციური დადებითი შედეგების შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებულნი – ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის, ა/რ-ებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, ხშირად, ფლობენ მნიშვნელოვან ბერკეტებს საკითხის ხელშეწყობისთვის, მეორე მხრივ კი, თავად შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის, ყოფილი კულტურის სახლებისა და სხვა შემოქმედებითი სივრცეების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი