კინო

ოქროს გლობუსის ნომინანტები 6 დეკემბერს გახდება ცნობილი

ოქროს გლობუსის ნომინანტები 6 დეკემბერს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს გლობუსზე მოხვედრის შანსი აქვს ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „ნამე“. „ნამე“ კონკურენციას მსოფლიოს 90-მდე რეჟისორის ნამუშევარს გაუწევს.

ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინომოვლენას, ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია NBC-ს ეთერში გადაიცემა.

კომენტარები

კომენტარი