კინო

სერიალი “შავი სარკე” 28 დეკემბერს განახლდება (დეტალები)

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის “შავი სარკე” ახალი, რიგით მეხუთე სეზონი 28 დეკემბერს გამოვა.

მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სერიალის მეხუთე სეზონის პირველ სერიას Bandersnatch-ი ერქმევა. ეს სახელწდოება აპრილში boskee_voitek-ის ტვიტშიც იყო ნახსენები.  Bandersnatch ლუის კეროლის ერთ-ერთი პოემის ბოროტმოქმედი პერსონაჟია.

ახალი სეზონის სიუჟეტის შესახებ არაფერია ცნობილი, რამდენიმე თვის წინ დადასტურდა რომ მეხუთე ეპიზოდში მომღერალი მაილი საირუსი ითამაშებს. ასევე ზოგიერთ სერიას ინტერაქციული ფინალი ექნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მაყურებელი ეპიზოდის განვითარებასა და ფინალს თავად გადაწყვეტს.

Netflix-მა პირველი თიზერი უკვე გამოუშვა, – ამის შესახებ თავად ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ შავი სარკე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალია, რომელსაც ძირითადი კრიტიკის ხაზი ტექნოლოგიებისკენ აქვს მიმართული. ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სერიებში ასახულია თუ რამდენად უკუპროპორციულია ახალი გამოგონებებისა და ადამიანების ურთიერთმიმართება.

კომენტარები

კომენტარი