შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნათურები წვერისთვის – 2018 წლის ზამთრის ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი

ზამთარი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა თქვენი მომარაგებული თბილი ტანსაცმელი საკუჭნაოდან გამოიტანოთ. დაიგულეთ შარფები, თბილი ქუდები, სვიტერები, თბილი წინდები, ცხვირის მათბობელები და შეეგებეთ კიდევ ერთ ზამთრის აქსესუარს.

2018 წელს ზამთრის ტრენდებში ერთი უცნაური, მაგრამ ლამაზი და სახალისო აქსესუარი ლიდერობს. ეს გახლავთ ნათურები წვერისთვის.

ამ წელს თქვენ უკვე შეგეძლებათ ნაძვის ხის გარდა თქვენი, თქვენი მეგობრების, მეუღლის, შვილის, თანამშრომლის თუ სხვა წვერიანი ადამიანის გაფერადება და სინათლით შემკობა.

ახალი პროდუქტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ 2019 წლამდე მთელი მარაგი ამოწურულია. კომპანია Firebox-მა მომხმარებელს მიმართა: “ფენომენალური გლობალური მოთხოვნის გამო, წვერის ნათურების 2018 წლისთვის მთლიანად გაყიდულია”.

“არ გაქვთ ოთახი, რომელშიც ნაძვის ხეს დაატევთ, თქვენს მეტად პატარა ოთახში? შეუერთდით კლუბს! ნუ შეიწუხებ თავს პატარა ნაძვის ხის ყიდვით, საკუთარი თავი აქციე მორთულ ნაძვად” – კომპანიის სარეკლამო ლოზუნგი.

კომენტარები

კომენტარი