საშემსრულებლო ხელოვნება

ელტონ ჯონი ფრედი მერკურის უკანასკნელი დღეების შესახებ

ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა საკუთარ წიგნში ლეგენდარული Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის უკანასკნელი დღეების შესახებ დაწერა. 

მომღერლის თქმით, ის შოკირებული იყო, როცა გაიგო უახლოესი მეგობრის შიდსით დაავადების შესახებ. ფრედი არასდროს საუბრობდა საკუთარ პირად ცხოვრებაზე და საზოგადოებამაც, დაავადების შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.

,,მან იცოდა, რომ მტანჯველი სიკვდილი უახლოვდებოდა. ფრედი წარმოუდგენლად მამაცი აღმოჩნდა. ის აგრძელებდა სცენაზე გამოსვლას Queen-თან ერთად და რჩებოდა ისეთივე მხიარულ, ისეთივე გულუხვ და გამოჩენილ ადამიანად, როგორიც სულ იყო” – ამბობს ელტონ ჯონი.

,,ბოლო დღეებში იმდენად სუსტად იყო, ფეხზე დგომაც კი აღარ შეეძლო. როცა გარდაიცვალა, განადგუებული ვიყავი, 44 წლის ასაკში ბავშვივით ვტიროდი” – იხსენებს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი სხეული დაწვეს, ფერფლის დაკრძალვის ადგილი კი მხოლოდ მისმა მეგობარმა გოგონამ, მერი ოსტინმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული არტისტის ფერფლი ლონდონში, კენსალ-გრინის სასაფლაოზე იყო დამარხული.

კომენტარები

კომენტარი