კინო

10 საუკეთესო ხუმრობა ქეთის ღალატზე

ფორმულა კრეატივისა და რუსთავი 2–ის ცნობილი ტელესერიალი და სოციალური სატირა “ჩემი ცოლის დაქალები” ის სერიალია, რომელიც აქცენტებს სოციალურ საკითხებზე სვამს. მაყურებელს აუცილებლად ემახსოვრება არაერთი სერია, რომელიც ბავშვთა, სექსუალურ უმცირესობათა და სხვათა უფლებებს შეეხებოდა, მაგრამ იმხელა რეზონანსი, რაც ქალთა უფლებების თემატიკას მოჰყვა, არც ერთ სხვას არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ძალიან მძიმეა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს კომიკურ ჭრილში განიხილავენ.

ბოლო დროს ტელესერიალზე არანაკლებ პოპულარულია მასზე კომენტარები, რომლებმაც მთელი საქართველო მოიცვა. “არტნიუსი” გთავაზობთ 10 საუკეთესო ხუმრობას “ჩემი ცოლის დაქალებზე”,

1. ნინი ქარსელაძის ცნობილი ფრაზა ზაზას რეაქციაზე მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ ცოლი ღალატობს.

Image may contain: 1 person, smiling

2. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ფოტოებში ქეთისა და აჩიკოს სცენა მოხვდა.

Image may contain: 5 people, text

3. ზოგიერთ მაყურებელს ქეთისა და აჩიკოს ერთად ცხოვრებაზე მეტად, ზაზას და აჩიკოს ერთად ყოფნა წარმოუდგენია.

Image may contain: 2 people, people smiling

4. ერთ–ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა ამ სცენის ფოტოს ქვეშ ქეთის ასე მიმართა: “ბარემ საავადმყოფოში ხარ, ჩადი, მორგში დაწექი”

Image may contain: 1 person

5. “ჩცდ–ს” მაყურებელს არც ის გამორჩენია, რომ ქეთის ორივე მამაკაცი მელოტია.

Image may contain: 1 person, smiling, text

6. ქეთისა და ექიმის რომანისგან გამოწვეულმა ეჭვიანობამ რიგითი მაყურებლების ოჯახშიც შეაღწია.  “ჩემი თმის ცვენის პარალელურად, ჩემი ცოლის ეჭვიანობის დონე იზრდება, ქეთი შენი კარგის #$%^$… რა გინდა, გოგო, მელოტებისგან?! – წერს ერთ–ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

Image may contain: one or more people, people sitting and indoor

7. რა საერთო აქვს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებასა და ქეთის ღალატს? – ორივე წარმოუდგენელი იყო.

Image result for ზურაბიშვილი

8.”ჩცდ–ს” გულშემატკივართა ნაწილი ითხოვს, რომ დედა დოდო არ გაბოზდეს.

Image may contain: 2 people, people sitting and indoor

9. კომენტარებში ის მოსაზრებაც წავიკითხეთ, რომ “ბოზი თამუნა” ყველაზე პატიოსანია ამ სერიალში.

Image result for ბოზი თამუნა

10. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოვლენებს ფეისბუქმომხმარებელი თეონა მეტრეველი პოემით გამოეხმაურა

Image may contain: 3 people

” #Prayforkate
#წაიკითხებოლომდე
#არდაიზარო
#წაიკითხეინტონაციით
ქეთის ამბავს ლექსად ვიტყვი
შაირია ამად კარგი,
მალე ვნახავთ ქეთის როგორ
#ჩახველებისსმაილი
თუმცა უკვე საწოლში წევს
დაღლილი და გათანგული,
ამას ზაზა რომ გაიგებს
გაუსკდება ალბათ გული..
ზაზას გემი ჩაიძირა
გადის სხვა ქეთის პორტიდან
პატიოსანი ქეთუშა
ზაზაში გადაპორტირდა.
აცუნდრუკდა დინჯი ქეთი
მელოტ კაცებს დაერია,
ღალატს როგორ გაბედავდა
ალბათ ქმარში აერია..
იღბალიც ხომ გინდა, არა?!
თმა ჰქონოდა ამ კაცს თავზე,
უფრო კარგად გაარჩევდა
ვისთან წვება, ანდაც რაზე..
რამის თქმასაც რა აზრი აქვს
მოსახდენი უკვე მოხდა,
ჯერ ზაზასგან არა მაგრამ
ამ კაცისგან მაგრად მოხვდა..
სერიას მობით ვუყურებ
გავხსენი ფოქსი მოზილა
ნინას ექიმმა ქეთუსა
პურის ცომივით მოზილა
ვიცი რომ ქეთის ღალატი
წარმოსადგენად რთულია
ეს ქალი ისე ამჩატდა,
როგორც რობერტსი ჯულია
აი,ხომ გახსოვთ,იმ ფილმში
იმნაირ ქალს რომ თამაშობს,
რიჩარდ გირს მაგრად აბოლებს
თან ეცქვიტება,თან ნაშობს..
ვაი რომ ერთის ღალატი
ყველასგან დასაზრახია,
ნინას ექიმმა საწოლში
ქეითის შუბა დახია…
თურმე ამბები ყოფილა
ღილი აწყდა დაკერილი,
ასე ქალი არ მინახავს
ორ მესიჯში დაკერილი..
გამართლებას ვერ ვუძებნი
ქეთის მსუბუქ ყოფაქცევას,
მანანამაც თუ გაიგო
ვინ დაუგდებს მერე წნევას..
წინა ღამის ცუნდრუკობა
საიდუმლოდ უნდა დარჩეს,
მაგრამ მერე რა მოხდება
ქეთი ორსულად რომ დარჩეს..
ეგ პრობლემა არ იქნება
მე გპირდებით ხალხო ამას,
ქმარს და ნინას ექიმს შორის
ვერ გაარჩევ ბავშვის მამას..
ჩემთვის გაუგებრად რჩება,
რად მონახა მსგავსი ქმრისა,
მე მეგონა ქეთი კნუტი
და აღმოჩნდა ქალი კრისა..
ეჰ, რა ოჯახს ანგრევს ქეთი
რაღაც ხუთი წუთის გამო,
ეს სირცხვილი იმგვარია
ექვსის მერე უნდა ჭამო..
ამ ღალატს ვერ შევურჩიე
სათანადო რამე ფრაზა,
ის მიიღო ქეთიმ მაინც,
რაც ექიმმა შესთავაზა..
მაგრამ დიდხანს ეს სოფელი
გაახარებს ქეთის ნეტა,
ცოცხალი კი გადარჩება
ზაზამ თუ არ გაიმეტა..
რამდენიმე სინიაკი
თვალზე კიდეც დააჯდება,
სამომავლოდ სხვა კაცს ალბათ
აღარასდროს დააჯდება..
ვიცი რომ უცენზურობით
ბევრი თქვენგანი წუხდება,
მეც თქვენს შორის ვარ თუმცაღა
ამ ლექსს ეს უფრო უხდება..
კრიტიკას ნუ მომაყოლებთ
არ ვარ პოეტი საერთოდ,
მხოლოდ იმიტომ დავწერე
რომ ყველა ერთად გაერთოთ.

შენიშვნა: კომენტარის ავთენტური ავტორის დადგენა, მათი რეპროდუქციულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ამიტომ, საიტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით, თუ საავტორო უფლება დაირღვა.

სტატიის ავტორი ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი