შემოქმედებითი ინდუსტრიები

თსუ-ში TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სიტყვით მიმართა და სპიკერებს წარმატება უსურვა.

რექტორმა TED-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რასაც ეს ღონისძიება, უკვე ათწლეულებია, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ინოვაციური და საინტერესო იდეის მქონე ადამიანისთვის ქმნის.

გიორგი შარვაშიძემ სტუმრებს 28 დეკემბერს თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მეცნიერები გია დვალი, ზაალ კოკაია და დავით ლორთქიფანიძე ერთობლივ საჯარო ლექციას “მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი” წაიკითხავენ.

რექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყანაში მეცნიერებისა და ინოვაციის განვითარების ახალ შესაძლებლობას, რასაც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში მიღებული გადაწყვეტილება ქმნის – თსუ-ს ბაზაზე “აკადემია ევროპეას” რეგიონული ცენტრი გაიხსნება, რაც ყველა მეცნიერისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi ფარგლებში აუდიტორიის წინაშე 8 სპიკერი გამოვა, რომლებიც საკუთარ ინოვაციურ პროდუქტს, ხედვასა თუ იდეას გაუზიარებენ სტუმრებს.
.

კომენტარები

კომენტარი