საშემსრულებლო ხელოვნება

სანდრო გეგეჭკორი ჩინეთში 2 სოლო კონცერტს გამართავს

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, სანდრო გეგეჭკორი 2019 წლის იანვარში ჩინეთში 2 სოლო კონცერტს გამართავს.

“ბატონი გია იაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა 2 სოლო კონცერტი ჩინეთში. კონცერტები 4 და 5 იანვარს შანხაიში გაიმართება, Yangzhou concert hall-ის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ყველაფერი, რადგან პირველად მივდივარ აზიის კონტინენტის მსგავს უზარმაზარ ქვეყანაში და ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როგორც მათი კულტურა ისე თავად ქვეყანა” – განაცხადა სანდრო გეგეჭკორმა “არტნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი