კინო

დისნეიმ Star Wars-ის საბავშვო ვერსია გამოუშვა

კინოსტუდია Disney-მ მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების სერიის  Star Wars Galaxy of Adventures-ის ტრეილერი გამოუშვა. ვიდეორგოლი YouTube-არხზე Star Wars Kids-ზე ქვეყნდება.

პირველი 6 ეპიზოდის ნახვა უკვე დღეს, 30 ნოემბერს არის შესაძლებელი. შემდეგი სერიები დეკემბერში გამოჩნდება, დანარჩენები კი რეგულარულად გავა 2019 წლის განმავლობაში.

მულტფილმის მოკლემეტრაჟიანი სერიები ცნობილი ტრილოგიის საფუძველზე შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი