საშემსრულებლო ხელოვნება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი NEWON 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდება

თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი NEWON დღეს, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდება. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიჯეები დაუკრავენ.

ღონისძიება ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მდებარე “ელექტროვერკის” სივრცეში გაიმართება.

ფესტივალი ყოველ წელს, თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად ჩატარდება.

“ფესტივალი არის ახლად დაფუძნებული. აქ საუბარია, რომ ყველა ქართველი არტისტი, რომელსაც აქვს შექმნილი ახალი პროექტი, წარმოადგინოს და წარმოაჩინოს ახალ სცენაზე. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ფესტივალები გაიმართება ყოველთვის ყოველ წელს ახალ სივრცეში. წელსაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი სივრცე, რომელიც არის ელექტროვერკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გარეუბანში ანუ არა ცენტრში, ვინაიდან ჩვენ ძალიან აქტიურად ვფიქრობთ დეცენტრალიზაციაზე და სწორედ სხვადასხვა უბნის შინაარსობრივი დატვირთვა არის ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

კომენტარები

კომენტარი