კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი  მიმდინარეობს, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, თბილისს, ცხრა ქვეყნიდან, ღამის მერები, ურბანული განვითარების და კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები სტუმრობენ.

„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის“ მიზანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალაქის დაგეგმარებისა და სწორი მენეჯმენტის საკითხებზე ფართო დიალოგის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული კუთხით წარდგენა, ასევე, ქალაქში აქამდე უცნობი ადგილების გამოცოცხლებისა და გააქტიურებისთვის სხვადასხვა გზების მოძიებაა.

ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ასევე, პირველად ტარდება ფესტივალი – Newon, რომელიც ქართველი არტისტებისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული.

 

 

კომენტარები

კომენტარი