ვიდეოები

Apple-მა FaceTime-ის რეკლამაში ელვის პრესლის ორეულები გადაიღო

კომპანია Apple-მა FaceTime-ის სერვისის ახალი ფუნქციების შესახებ რეკლამა გადაიღო, რომელშიც ელვის პრესლის ორეულები მონაწილეობენ. ვიდეოში ორეულები სხვადასხვა ქვეყნიდან FaceTime-ის საშუალებით ურეკავენ ერთმანეთს, რათა ერთად იმღერონ. ისინი ასრულებენ 1967 წელს შექმნილ სიმღერას There’s Always Me.

ვიდეოში ნახავთ ელვის პრესლის ლას-ვეგასიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, აზიიდან და, აგრეთვე, სატვირთო გემის კაიუტაზე მომღერალ ელვისსაც.

FaceTime-ის ახალი ფუნციით, შესაძლებელია, ჯგუფურ ვიდეოზარში 32 ადამიანის ჩართვა. ის iOS 12.1 – ის განახლებულ ვერსიაშია ხელმისაწვდომი.

 

 

კომენტარები

კომენტარი