ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისზე მომზადებულ ფოტოალბომს გერმანიაში ბრინჯაოს მედალი გადაეცა

გერმანულენოვანი ფოტოალბომების კონკურსში Deutscher Fotobuchpreis თბილისის შესახებ მომზადებულ ფოტოალბომს „თამარ, სად ხარ?“ ბრინჯაოს მედალი გადაეცა, – ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფოტოალბომი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა bt:st verlag-მა გამოსცა.

ფოტოალბომი აერთიანებს 9 ფოტოგრაფის: გიორგი შენგელიას, გიორგი ტაბლიაშვილის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინათინ კიღურაძის, ვახო ხეთაგურის, ანდრეას ოეტკერ-კასტის, დინა ოგანოვას და იური მეჩითოვის ნამუშევრებს თბილისზე.

ტექსტების ავტორები არიან ანა კორძაია-სამადაშვილი და დათო ტურაშვილი. წიგნი გერმანულ ენაზე სიბილა ჰაინცემ, ინგლისურ ენაზე კი ნატალია ბუკია-პეტერსმა და შარლოტ ჰობსონმა თარგმნეს.

კომენტარები

კომენტარი