კულტურა

რეგი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია

იუნესკომ მუსიკალური ჟანრი რეგი ზეპირი და არამატერიალური შედევრების სიაში შეიყვანა.

,,რეგმა მოიცვა რიტმ-ნ-ბლუზის, სოულისა და ნეოაფრიკანული სტილის ელემენტები. თავდაპირველად რეგი იყო მარგინალების ხმა, შემდეგ კი მუსიკის ამ ჟანრმა მოიცვა საზოგადოების სხვადასხვა ფენა, გენდერული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები. ამ მუსიკამ უდიდესი წვლილი შეიტანა საერთაშორისო დისკუსიებში, უსამართლობის, ჰუმანურობის, წინააღმდეგობისა და სიყვარულის საკითხებთან დაკავშირებით” – აღნიშნა იუნესკოს წამომადგენლობამ.

იამაიკის კულტურის მინისტრის, ოლივია გრანჟის თქმით, ეს იამაიკისთვის უდიდესი მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა სიაში წარმოდგენილია 491 კულტურული ფენომენი 117 ქვეყნიდან.

 

კომენტარები

კომენტარი