კულტურა

ფესტივალზე ,,რეჟისურის გაკვეთილები” რობერტ სტურუა დაჯილდოვდა

რობერტ სტურუას ფესტივალის “რეჟისურის გაკვეთილები” სპეციალური ჯილდო გადაეცა. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ, რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში ტარდება.
წლევანდელ ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო რობერტ სტურუას, რიმას ტუმინასის, კამა გინკასის, ადოლფ შაპიროსა და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები.
რობერტ სტურუამ ფესტივალის ფარგლებში წარადგინა მოსკოვის თეატრ “ეტ ცეტერა”-ში დადგმული სპექტაკლი “რევიზორი.ვერსია” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა ქართული კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელიც 1962 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. მას მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლესმოლიერისჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

კომენტარები

კომენტარი