საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტელექტუალური თამაში – “ვინილებიდან აიპოდამდე” – “ზამთრის მუსიკალურ მარათონს” წარმოგიდგენთ

“ვინილებიდან აიპოდამდე” წარმოგიდგენთ მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი”, რომელიც გაიმართება REBUS Bar-ში (გია ჭანტურიას ქ. #8).

ინტელექტუალური თამაში – „ვინილებიდან აიპოდამდე“ – შეიქმნა დაახლოებით სამი წლის წინ. მისი სულის ჩამდგმელი და იდეის ავტორი გახლავთ ლაშა გელენიძე იგივე ბუდა. 2018 წლიდან პროექტს შეუერთდა დათო ცომაია, რომელიც მანამდე ერთ-ერთ გუნდის მოთამაშე იყო.

თამაში არის „რა? სად? როდის?“ ტიპის, რომელიც მთლიანად მუსიკაზე არის დაფუძნებული. იგი შედგება რამდენიმე ტურისგან, არის როგორც თეორიული, ასევე ვიზუალური და აუდიო კითხვები. ჯერჯერობით თამაში სისტემატიური არ არის, ორგანიზატორები წელიწადში 3-4 ღონისძიებას ატარებენ. სამომავლოდ იგეგმება თამაშის გაფართოება, მისი სისტემატურად ჩატარება და მეტი მომხმარებლის დაინტერესება, ამასთანავე, შესაძლებელია თამაში სატელევიზიო გადაცემის სახითაც წარდგეს მაყურებლის წინაშე.

ფორმატი შემდეგნაირია: წინასწარ რეგისტრირდებიან გუნდები, რომლებიც მაქსიმუმ ექვსი (მინიმუმ ერთიც) ადამიანისგან შედგება. გუნდები იხიდან თამაშის საწევრო თანხას ( 15-20 ლარს). გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა როგორც ფულადი, ასევე სამახსოვრო პრიზები.

თამაში გაიმართება შემდეგი ფორმატით
1) რა? სად? როდის? სტანდარტული პაკეტი;
2) სურათები (დასარიგებელი მასალა);
3) მოსასმენი (აუცილებელია გამოიცნოთ შემსრულებელიც და სიმღერა);
4) ქავერები (უნდა გამოიცნოთ ქავერის შემსრულებელი და ორიგინალის ავტორი);
5) ამოტრიალებიული მოსასმენი (ამ შემთხვევაში სიმღრერის და შემსრულებლის გამოცნობის შემთხვევაში იწერება ორი ქულა, რომელიმეს გამოცნობის შემთხვევაში ერთი);
6) ნაწყვეტი კლიპებიდან (მოსასმენი)
7) ალბომები (სიმღერის საშუალებით უნდა გამოიცნოთ ალბომი)
😎 “კოდა” (წესებს ადგილზე გაგაცნობთ).

!გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა პრიზები: რწგისტრაციიდან შემოსული თანხის 50%. ასევე KHIDI 中 REBELS: SCRATCH THE FLOOR / DETERAL / VASGORSHALRUD / EVERY DOG HAS ITS DAY / I KILLED THE DEVIL-ის 6 მოსაწვევი.
პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს Lobster Printing House-ი დაუბეჭდავს სასურველ პოსტერს.

ეს პროექტი ქართულ საზოგადოებაში მუსიკალური მრავალფეროვნებისა და მისი ისტორიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ივენთი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი