კულტურა

იუნესკო ქართული ჭიდაობის კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს [ვიდეო]

იუნესკო ქართული ჭიდაობის კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციასა და ვიდეორგოლს ავრცელებს.

UNESCO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭიდაობა არის უძველესი საბრძოლო ხელოვნება, რომლითაც საქართველოს არაერთ რეგიონში, სოფელსა თუ თემში მცხოვრები მამაკაცი იყო დაკავებული. ჭიდაობის ტრადიციას ინარჩუნებდნენ და ავრცელებდნენ ახალგაზრდები, ქალაქის მცხოვრებლები, სპორტული კლუბები, სასწავლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაცია.

„ჭიდაობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა, რომელიც აერთიანებს ბრძოლას, მუსიკას, ცეკვასა და სოციალურ ფორმას (ჩოხა). ჭიდაობის ტურნირები ღია არენაზე იმართება და მას მრავალრიცხოვანი აუდიტორია ადევნებს თვალს. შეჯიბრის დროს ქართული ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტ ზურნასა და დოლზე უკრავენ, რაც, სიმბოლურად, ტურნირის დაწყებას აღნიშნავს. მოწინააღმდეგეები ერთმანეთის დამარცხებას მუსიკის ფონზე ცდილობენ, რაც ჭიდაობას დინამიკას სძენს. ჭიდაობის წესები რაინდულია და ხშირად მოჭიდავეები არენას ფოლკლორული ცეკვით ტოვებენ“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.

ვრცლად ამ თემაზე ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი