კინო საშემსრულებლო ხელოვნება

დადასტურდა, რომ რიანა და დონალდ გლოვერი ფილმზე – “გუავას კუნძული” – მუშაობენ

ტრეილერის პრემიერა 24 ნოემბერს Childish Gambino’s Pharos ფესტივალზე, ახალ ზელანდიაში გამოჩნდა.

როგორც ფილმის აღწერაშია ნათქვამი, ფილმი Action ჟანრს მიეკუთვნება. პროექტში ორი მუსიკოსი შეყვარებულებთან ერთად დანაშაულში თანამზრახველებსაც თამაშობენ.

გამბინოს კოლაბორატორი ჰირო მურაი რეჟისორად გვევლინება, ლეტიტია ვრაითი და ნონსო ანოზი კი დამხმარე როლებს თამაშობენ. ჯერჯერობით, თრეილერი ოფიციალურად არ გამოსულა, თუმცა თვითერზე პრემიერაზე გადაღებული ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ.

ანონსი აგვისტოში გავრცელებულ მითქმა-მოთქმას ადასტურებს, როცა გავრცელდა ხმა, რომ რიანა და გლოვერი ფილმზე მუშაობდნენ. მოგვიანებით, სექტემბერში კი გლოვერმა განაცხადა, რომ This is America-ს ტური მისი პროექტის, “Childish Gambino”-ს დასასრული იქნებოდა, რომ ის მუსიკალურ სამყაროს დატოვებდა და სამსახიობო სფეროში გადავიდოდა.

კომენტარები

კომენტარი