ვიდეოები კინო

როგორი იქნებოდა მულტფილმი ,,ზოოტოპია” ანიმეს პერსონაჟებით (ვიდეო)

,,ზოოტოპია” ამერიკული ანიმაციური, კომედიურ-სათავგადასავლო ფილმია, რომელიც შექმნილია 3D ფორმატში. მულტფილმი Walt Disney Animated Classics-ის სერიის 55-ე სრულმეტრაჟიანი ფილმია. მისი სლოგანია: ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალაქის ჯუნგლებში”.

პოპულარული ანიმაციური ფილმის შქმნელი რეჟისორი ბაირონ ჰოვარდია. სიუჟეტი გვიყვება ზოოტოპიაზე, თანამედროვე ქალაქზე, რომელიც დასახლებულია სხვადასხვა ცხოველებით, უზარმაზარი სპილოებიდან დაწყებული, პატარა თაგვებით დამთავრებული.  ქალაქი დაყოფილია რაიონებად, აქ შეხვდებით ელიტარულ რაიონს – საჰარას მოედანს და არაპრესტიჟულ ტუნდრათაუნსაც.

ქალაქში ჩნდება ახალი პოლიციელი, პატარა კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს, როგორი ძნელია იყო პატარა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის ცბიერი მელია ნიკ უაიდლი. მათ ერთად უწევთ რთული საქმის გამოძიება.

2017 წელს ,,ზოოტოპია” გახდა ,,ოსკარის” მფლობელი, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში.

ახლახან Youtube არხზე,  Mike Ine-ზე გამოჩნდა ახალი ვიდეორგოლი, რომლის შემქნელებმაც მულტფილმი ,,ზოოტოპია” ანიმეს სტილში წარმოდიგინეს. უფრო კონკრეტულად, ვიდეოში წარმოდგენილია ის სცენა, როცა ნიკი და ჯუდი მიემგზავრებიან ნუდისტურ კლუბში.

ამ პატარა ანმაციის შექმნას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. მასზე მხატვართა და ანიმატორთა მთელი ჯგუფები მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი