ვიდეოები სტილი, დიზაინი

როგორ ხვდებიან თეთრ სახლში შობის დღესასწაულს? (ვიდეო)

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, საკუთარ ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზე აშშ-ს მთავარი რეზიდენციის, თეთრი სახლის სადღესასწაულო ინტერიერი აჩვენა.

მელანია ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტოების სერია, საშობაოდ მორთული ნაძვის ხის ფონზე. თეთრ სალხში საშობაო სამზადისის ამსახველი კადრები ზღაპრულია. როგორც ჩანს, ქვეყნის პირველი პირები მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობენ, წლის მთავარი დღესასწაულის შესაბამისი განწყობის შექმნას.

პირველმა ლედიმ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პატარა ვიდეორგოლიც, რომელმაც სულ ცოტა ხანში მოაგროვა მილიონობით ნახვა. ვიდეოში ჩანს მელანია ტრამპი, საშობაო ინტერიერის ფონზე. მოწონება დაიმსახურა წითელი ფერის, კრეატიულმა, კონუსურმა ნაძვის ხეებმა. ვიდეოს ახლავს წარწერა: ,,თეთრი სახლი მზად არის შობისთვის და დადღესასწაულო სეზონისთვის”

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი