სტილი, დიზაინი

ბალენსიაგას ფეხსაცმელი 2018 წლის ბესტსელერი გახდა

საერთაშორისო ბესტსელერი პროდუქტების და ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ხშირად ძებნადი ფეხსაცმელების პირველი ადგილები ბალენსიაგას Triple S მოდელმა დაიკავა.

120 ქვეყნიდან 80 მილიონი მყიდველი და 5 მილიონი პროდუქტი 12000 ბრენდიდან თუ მაღაზიიდან, ანუ რა ეცვა მსოფლიოს 2018 წელს.

ბალენსიაგა  ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებული მოდის სახლი. მან ქალების ტანსაცმლის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოიტანა. კრისტიან დიორმა კი ბალენსიაგას „ოსტატთა ოსტატი“ უწოდა. ამჟამად Balenciaga ეკუთვნის ფრანგულ კომპანია „Kering“-ს. კრისტობალ ბალენსიაგამ თავისი პირველი ბუტიკი გახსნა სან-სებასტიანში 1919 წელს.

დღესდღეობით ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი ზუგდიდელი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

კომენტარები

კომენტარი