კინო

,,ტვინ პიქსის” ვარსვლავი ამერიკის პრეზიდენტის როლს შეასრულებს

სერიალ ,,ტვინ პიქსის” ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი კაილ მაკლაქლენი, რომელიც ცნობილია აგენტ კუპერის როლით, ახალ ნორვეგიულ სერიალში – Atlantic Crossing, ამერიკის პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის როლს შეასრულებს, ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

სერიალი გვიყვება პრინცესა მართა შვედის შესახებ, რომელიც რუზველტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია. პრინცესაც დათანხმდა და გარკვეული დროის განმავლობაში თეთრ სახლში ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია მართა შვედის როლს სერიალ ,,ხიდის” მსახიობი, სოფია ჰელინი შეასრულებს. გადაღებები კი, როგორც ითქვა, ამ წლის დეკემბერში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი