კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რენტგენის ფირფიტაზე “კინტოს სიმღერა” აღმოაჩინეს, რომელიც გეი სიყვარულს ეძღვნება

მუსიკის ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი ამ დრომდე უცნობი ქართული კომპოზიცია აღმოაჩინა.

“კინტოს სიმღერა”, რომელიც 1950-იანი წლებით თარიღდება, გეი სიყვარულს ეძღვნება. ჰომოსექსუალური ურთიერთობები იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. არალეგალური აუდიოჩანაწერები კი სწორედ რენტგენის ფირფიტებით ვრცელდებოდა.

გთავაზობთ სიმღერის ტექსტს:”აღარ ვიცი რა ვქნა მე,
აღარ ვიცი რა ვუყო,
გული მხოლოდ ერთი მაქვს,
ორს კი როგორ გავუყო?
მუჰამედ და აბდულიც
სიყვარულს მეფიცება,
ორივეს შეყვარება
აბა, როგორ იქნება?
ერთმა შარფი დამპირდა
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს
ჩემი გულისთვის.
მე ორივე მომწონხართ,
აბა, რა ვქნა, რა გიყოთ?
სიყვარული ორივეს
მითხარ, როგორ გაგიყოთ?
მუჰამედ და აბდული
ასე ნუღარ მაწვალებთ,
ჩემს გულს და სიყვარულს
მხოლოდ ერთს ვანაცვალებ.
ერთმა შარფი დამპირდა
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს
ჩემი გულისთვის”.

წყარო: popmusic.ge

კომენტარები

კომენტარი