კულტურა

რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერლის, ვიქტორ ეროფეევის თქმით, 23 ნოემბერს ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ მისცეს.

,,საზღვარზე მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოში ვიზიტის ნებართვა, მიზეზი არ დამისახელეს, მხოლოდ ის მითხრეს, რომ ასეთია გადაწყვეტილება და ახსნას აღარ საჭიროებს” – განაცხადა მწერალმა.

ეროფეევმა ისიც აღნიშნა, რომ ქართული მხარის ეს გადაწყვეტილება ულოგიკოა, რადან ის 2018 წლის მაისში საპატიო სტუმრის რანგში იმყოფებოდა თბილისში გამართულ კინოფესტივალზე. მისი თქმით, ეს აკრძალვა, შესაძლოა, მის აფხაზეთში ვიზიტს უკავშირდებოდეს: ,,ჩემი ქართველი მეგობრები ამ გადაწყვეტილებით გაოცებულებულნი არიან. გასულ წელს აფხაზეთში ვიმყოფებოდი, შეიძლება ამის გამოც ხდება ყველაფერი, შესაძლოა, საერთოდ სხვა მიზეზით”.

როგორც ცნობილია, მწერალი 2017 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა აფხაზეთში, ფესტივალის “პაემანი რუსეთთან, პაემანი მოსკოვთან” ფარგლებში. თუ ის ზუგდიდის მხრიდან არ შესულა აფხაზეთში, დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს კი მართლაც, შეიძლება გახდეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი.

მანამდე, 21 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს საბავშვო კინოჟურნალის, ,,ერალაშის” რედაქტორი ბორის გრაჩევსკი. რეჟისორ ვლადიმირ პიროჟოკის თქმით, უარის მიზეზი გრაჩევსკის აფხაზეთში ვიზიტი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი