საშემსრულებლო ხელოვნება

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი

24 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა პანტომიმის თეატრის დამაარსებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი.

1967 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი; 1965–1969წწ. იყო მუსკომედიისა და 1969–1973წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობი; 1973–1975წწ. ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი; 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი(1978); 1999 წლიდან ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. არის ავტორი წიგნებისა: “პანტომიმა დუმილის პოეზიაა”(1999), “დუმილის შემდეგ”(2004), “ხილვები ფიროსმანზე”(2004), “ცრემლიანი შემოდგომა”(I, 2005; II, 2006).

1999 – ღირსების ორდენი

1990 – პრემია “საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში”

1981 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

1978 – საქართველოს კომკავშირის პრემია

კომენტარები

კომენტარი