კულტურა

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტი  ცნობილია

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალზე ქართულ ეროვნულ პავილიონს გერმანიასა და ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არტისტის, ანნა ეძგვერაძის პროექტი “REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ წარადგენს.

პროექტზე მხატვარმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. ვენეციის ბიენალეზე კი მას გალერეა სიმონე სუბალი და “ფროჯექთ ართბითი” წარადგენს.

ანნა კ.ე-ს ფსევდონიმით ცნობილი ხელოვანი პროექტში მთავარ სიმბოლოდ ადამიანის სიცოცხლის მამოძრავებელ ძალას –  წყალსა და უძველესი ქართული ასომთავრული ანბანის იეროგლიფებს იყენებს.

ბიენალეს წლევანდელი თემაა „გეცხოვროთ საუკეთესო დროს“ .

2019 წლის ბიენალე 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი