ვიდეოები კინო

Young Mic: “ისინი, ვინც მაბულინგებენ, ხელს უწყობენ, რომ დაბრუნდეს ის დრო”

რეპერი Young Mic-ი ვიდეორგოლით მის მიმართ ბულინგს ეხმიანება და განმარტავს, რომ იგი უკან არ დაიხევს და გააგრძელებს საკუთარი შემოქმედებით მოქალაქეობრივი პოზიციის დაცვას.

შეგახსენებთ, რომ მიშკა მგალობლიშვილმა ახალი სიმღერა “ვიკავებდი თავს” საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა.

როგორც Mic-ი აცხადებს, ვისაც უნდა გაიგოს თუ რატომ იკავებდა თავს იმ ამბების მერე, რაც მას შეემთხევა, ამ სიმღერას მოუსმინოს.

კითხვაზე არის თუ არა ახალი სიმღერა სალომე ზურაბიშვილის არჩევისკენ მოწოდებული, რეპერმა “არტნიუსთან” საუბრისას დაადასტურა.

“არჩევანი არსებულ კანდიდატებს შორის უნდა გაკეთდეს, და თუნდაც ჩემს კლიპში ნაჩვენები საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გარკვეულ მხარეს არ დაუჭირო მხარი არაფრის ფასად” – განაცხადა მიშკამ.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი