ვიდეოები

ბენედიქტ კამბერბეჩი გვასწავლის, როგორ გამოვხატოთ რეაქცია ცუდ საჩუქრებზე

საახალწლო საჩუქრების მიღება და ჩუქება საყვარელი ადამიანებისთვის, ბევრისთვის სასიამოვნო და ემოციური პროცესია. საშობაოდ მიღებული საჩუქრები, სუვენირები, ღია ბარათები, ძვირფასი ნივთები – ყოველთვის სიმბოლური და დასამახსოვრებელია. მაგრამ, რა ხდება მაშინ, თუ საჩუქარი, რომელიც მივიღეთ, არ მოგვწონს? მსახიობმა ბენედიქტ კამბერბეჩმა გვაჩვენა, როგორ უნდა გამოვხატოთ რეაქცია, საჩუქრებზე, რომელთა მიღებაზეც არასდროს გვიოცნებია.

ვიდეოს ავტორებმა კამბერბეჩს მისცეს ყველაზე გამოუსადეგარი საჩუქრები, რომელთა გახსნის შემდეგაც, მსახიობს არ უნდა შეტყობოდა იმედგაცრუება.

,,ყოველთვის მქონდა წინდების ნაკლებობა! იდეალურია! ეს ხომ ჩემი საყვარელი ფერია!” – ამბობს მსახიობი, როცა სასაჩუქრე ყუთში წინდა ხვდება.

მსახიობი სიხარულით იღებს Excel-ის ენციკლოპედიას, ჩაიდანს, სანთელს, კულინარიული რეცეპტების წიგნს. თუმცა, ზოგიერთმა საჩუქარმა კამბერბეჩიც კი გააოცა და საჩუქრის ავტორს გულწრფელად მიმართა, რომ ვერადროს ჩაიცვამდა ასეთ მახინჯ და კაშკაშა ფერების მაისურს.

ვიდეოს ბოლოს მსახიობი აღნიშნავს: იმის მიუხედავად, თუ რა საჩუქარს მივიღებთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მასში აუცილებლად იმალება რაღაც აზრი. ხალხი კი ცდილობს, იყოს გულუხვი.

კომენტარები

კომენტარი