კულტურა

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთან მსგავსების გამო ვინი-პუჰი ვიდეო თამაშებშიც აკრძალეს

ჩინეთში, ერთ-ერთმა პოპულარულმა ვიდეო თამაშების საიტმა – A9VG თამაშში Kingdom Hearts III ვინი პუჰის გამოსახულება დამალა. სავარაუდოდ, ეს დისნეის გმირის არაოფიციალურ აკრძალვას უკავშირდება. როგორც ვიცით, ჩინეთში, ქვეყნის კომუნისტური პარტიის ლიდერთან – სი ცზინპინთან მსგავსების გამო, ვინი პუჰი აიკრძალა.

ფოტოში კარგად ჩანს, რომ ვინი პუჰის პერსონაჟი დაფარულია თეთრი გამოსახულებით. ასეთი ფოტოკორექცია, როგორც წესი, სხვა გმირებს არ ეხებათ.

0bcd3b4d f4dc 486e 832d 2a3e54af78e1

სი ცზინპინი ვინი პუჰს პირველად 2013 წელს შეადარეს, როცა ქვეყნის ლიდერი ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ხშირად კეთდებოდა ფოტო-კოლაჟები, რომლებშიც ცზინპინი გაიგივებული იყო ანიმაციური ფილმის გმირთან.

დაკავშირებული სურათი

საბოლოოდ, Twitter-ისა Google-ს ჩინურ ანალოგებზე (Weibo и Baidu) დაიწყო კოლაჟების წაშლა, სადაც ქვეყნის ლიდერი მულტფილმის დათვთან იყო შედარებული.

2018 წელს ჩინეთში აკრძალეს ფილმის ,,კრისტოფერ რობინი” ჩვენება, მალე კი ტელკომპანია HBO-ს საიტი დაბლოკეს.

ფოტო: techraptor.net

 

კომენტარები

კომენტარი